1.
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-45/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2013, 010320040.22.035.016228) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ ბრძანებაში მითითებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით.“.
|