„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №302 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1092
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №302 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1092

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №302 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხ­ლ­ის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვით­არე­ბ­ის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პრო­­ექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2012 წლის 21 თებერვლის №302 განკარგულებაში შეტანილ იქ­ნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში წყლის პარ­კის მოწყობის მიზნით მოწყობილობის დაპროექტების, წარმოების, მიწო­დე­ბისა და სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონ­ო­მი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „White­wat­er West Industries“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალ­ის­წინებული თანხის ნაწილის ანაზღაურებისა და საქართველოს კანონ­მდებ­ლობით გათვალისწინებული გადასახადების დასაფინანსებლად სა­ქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სა­ხ­ელ­მ­წიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი სა­­ქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონ­დიდან სა­ქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მი­ნის­ტროს გა­მო­უყოს 2 693 765 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდაცამეტი ათ­ას შვიდას სა­მოცდახუთი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                      ნ.გილაური

კრებსითი — სრული ვერსია