„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/02/2012, 010190030.15.008.016019) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 163 პუნქტი:
„163. უზრუნველყოფს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოსაქვეყნებლად, საორგანიზაციო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის, ცესკოს ვებგვერდზე, კოდექსით დადგენილ ვადებში გამოქვეყნებას“.
2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. უზრუნველყოფს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებასა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანას“.
|