საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №354
1998 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
შ. ორჯონიკიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
"საქართველოსა და უკრაინას შორის მთავრობათშორისი შეთანხმებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 მარტის №107 განკარგულებისა და 1998 წლის 20 თებერვლის №165 8 დავალების საფუძველზე მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო დარგთაშორისი სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსის “საქსპეცტრანსის” გენერალურ დირექტორს შოთა ორჯონიკიძეს, რათა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით გამართოს მოლაპარაკება უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებთან ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებათა ტექსტების მიღების მიზნით.
ე. შევარდნაძე