„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
280
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017900
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №280

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში  (სსმ,  №54, 25/05/2004)­ შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული  დებულების 41 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და  „პ2“ ქვეპუნქტები:

„პ1) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტის მოთხოვნა-მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების  შექმნის  მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით გამოძახება; შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების კანონშესაბამისი მოთხოვნის, მითითების ან დავალების შეუსრულებლობა სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

პ2) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად,  სამინისტროს სისტემის თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობის მოთხოვნა, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით სარგებლობა მოქმედი კანონმდებლობით  დადგენილი წესით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია