„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1071
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1071

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის № 457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მი­ერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ “ საქართველოს მთავ­რობის 2012 წლის 15 მარტის № 457 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსახორციელებელი რეგიო­ნუ­ლი განვითარების პროექტის ფარგლებში, შესაბამისი მუნიციპალი­ტეტების ქალაქებში (ქ. თელავი და ქ. ყვარელი) არსებული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის მიზნით დრო­ებით განსახლებას დაქვემდებარებული პირების გაყვანის პროცესი­სათ­ვის აუცილებელი ერთჯერადი ხარჯების და აღნიშნულ ტერიტორიაზე  სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული პირებისათვის სამშენებლო -სარეა­ბი­ლიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით გამოწვეული ასანაზღაურე­ბელი ზიანის დაფინანსება, მსოფლიო ბანკის განსახლების პოლიტიკისა და რეგიონული განვითარების პროექტის განსახლების პოლიტიკის ჩარ­ჩო დოკუმენტის შესაბამისად მომზადებული განსახლების სამოქმედო გეგმის ( RAP ) და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმი­ნი­სტრაციიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდ­ში წარდგენილი სიების საფუძველზე;“.  

პრემიერ-მინისტრი                                                                     ნ . გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია