„ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №660 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1064
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №660 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1064

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №660 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხ­ლის შესაბამისად, „ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შეს­ა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №660 განკარ­გულ­ებ­აში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალი­ბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელ­შეკ­რუ­ლებების ფარგლებში გასაწევი ხარჯების დასაფინანსებლად საქართ­ვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბი­უჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართ­ვე­ლოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქარ­თვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუ­ყოს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი შპს „ბათუმი თაუერისათვის“ გადა­ს­ა­ცემად.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნის­ტრომ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გამოყოფილი  10 000 000 (ათი მი­ლიონი) ლარით გაზარდოს შპს „ბათუმი თაუერის“ კაპიტალი.“.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ.  გილაური

კრებსითი — სრული ვერსია