ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისთვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1056
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისთვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1056

2012 წლის5 ივნისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისთვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბი­ლ­ი­სის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდზე არ გავრცელდეს „სა­ქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თვე­ლ­ოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული  შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განი­სა­ზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სა­რგოების წლიური ოდენობის არა უმეტეს 40%‑ისა.

პრემიერ-მინისტრი                                                        ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია