|
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის №928 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის №928 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002.016899) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად:“. |
2.
ბრძანებულების მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 27 მარტიდან. |
|