ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
620
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016900
ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №620

 2014 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით:

    ა) მიენიჭოს უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ (შემდგომში – „საქპატენტი“), რომ განახორციელოს ქართული ღვინის ადგილწარ­მოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებაში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე მათი დაცვისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები;

    ბ) „საქპატენტმა“ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ყირგიზეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებაში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე მათი დაცვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

   გ) ეთხოვოს „საქპატენტს“, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს საკუთარი შემოსავლებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია