„2014 წლის სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №184 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
606
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016873
„2014 წლის სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №184 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №606

 2014 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

,,2014 წლის სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №184 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,2014 წლის სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №184 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული ,,2014 წლის სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

 

ილია  ბეგიაშვილი

–

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დე­პარ­ტა­მენტის უფროსი, სატენდერო კომი­სიის თავმჯდომარე;

ლევან რაზმაძე

–

სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შეს­ყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენ­დერო კომისიის წევრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი

–

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების მინისტრის პირველი მოად­გილე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ჯავახიშვილი

–

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოად­გილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი  

–

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოა­დ­გილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ალექსი ბატიაშვილი  

–

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოად­გილე, სატენდერო კომისიის წევრი.“.

 

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი 

 

კრებსითი — სრული ვერსია