„2014 წლის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №185 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
605
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016871
„2014 წლის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №185 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №605

 2014 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

,,2014 წლის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №185 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,2014 წლის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №185 განკარგულებაშიშეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული ,,2014 წლის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

   ილია ბეგიაშვილი   – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;
    ლევან რაზმაძე   – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი – - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი –  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ალექსი ბატიაშვილი   – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი.“.

 

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია