„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2184-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-14
სარეგისტრაციო კოდი
070030000.05.001.017382
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) მე-12 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული  დარღვევებით, რომელთა  სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში), ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 აპრილი 2014 წ.

N2184-IIს

კრებსითი — სრული ვერსია