„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.117.016176
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2014 წლის 7 აპრილი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №32 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 31/12/2013; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016162) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

1. სამედიცინო მომსახურებისათვის  საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან – წლიური ლიმიტი არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა დიალიზისა).“.

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე

კრებსითი — სრული ვერსია