„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) უფლებამოსილია სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელება დააკისროს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;“.
2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) თავმჯდომარის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება.“.
|