საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1672
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1672

2012 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებით დამტკიცებული „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამით (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) გათვალისწინებული ანტირაბიული იმუნოგლობულინის არა უმეტეს 5000 (ხუთი ათასი) კომპლექტის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ი. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია