,,აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილების (ვებგვერდი 05/03/2014, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.110.016143) დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კერძოდ, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
3) აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,896 ლარს, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,948 ლარს.
4) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15.792 ლარით.
5) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (აბაშა-მარტვილის და აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანის) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7.896 ლარით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.".
|