|
საქართველოს პარლამენტი ადგენს: |
1. რატიფიცირებულ იქნეს გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს კონვენცია „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“.
2. კონვენციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, მოქალაქეობა ჩამოართვას პირს, რაც გამოიხატება მოქალაქეობის დაკარგვით, როგორც ეს გათვალისწინებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. 3. „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს კონვენციის საქართველოსთვის ძალაში შესვლა არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მინიჭებული მოქალაქეობის აღიარება. |
ქუთაისი, 2 აპრილი 2014 წ. N2176-IIს |