„სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-„სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ უფროსის 2013 წლის 5 თებერვლის N10-20/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
10-119/ო
მიმღები ორგანო
სამედიცინო მედიაციის სამსახური
მიღების თარიღი
2014-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-08
„სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-„სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ უფროსის 2013 წლის 5 თებერვლის N10-20/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

( ტექნიკური ხარვეზის გამო წარმოგიდგენთ სწორ ვერსიას )

 

 

საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო სამსახურის

ბრძანება №10-119/ო

2014 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ” საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სამედიცინო მედიაციის სამსახურის” უფროსის 2013 წლის 5 თებერვლის № 10-20/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

     მუხლი 1. ,,სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსის 2013 წლის 5 თებერვლის N10-20/ო ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/02/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. სარჩელის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს სამსახურში სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 3 თვის განმავლობაში. ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე სამსახურის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა“ .

 

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

სამსახურის უფროსის

მოვალეობის შემსრულებელი                             გიული მარღიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია