საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 279-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) თუ საქმეს განიხილავს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია ან კომისიის კომიტეტი;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4287–რს