„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ის ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი და უწყებათაშირისი კომისიის სხვა უფლებამოსილებების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
-
„ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ირაკლი გვარამაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;“.
2. ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ილია ბეგიაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;“.
|