საქართველოს მთავრობის
განკარგულება №489
2014 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1120 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1120 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. განკარგულების პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 2014 წელს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი