„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 26 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-08
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.104.016157
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 26 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
 

      წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2014 წლის 31 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 26 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20  მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 26 თებერვლის №8 დადგენილებაში (სსმ, გამოქვეყნების თარიღი:  07/03/2014, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.104.016154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული  დანართის  პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

  „დ) წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ.  რადიუსში (ორივე მხარეს)   მდებარე არეალში – ამ დადგენილების  მე-2  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55%-ის ოდენობით  (4.88 ლარი).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული  დანართის  პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

 „ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის N287 ბრძანებულებით        განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი   მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის    რადიუსში (თითოეულ მხარეს) – ამ დადგენილების მე-2 პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55%-ის ოდენობით  (4.88 ლარი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია

კრებსითი — სრული ვერსია