საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
448
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016815
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №448

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

    „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 23‑ე მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის (მოსარგებლის თანხმობის ფორმა) ბეჭდვასთან დაკავშირებით საჭირო მომსახურების შესყიდვა 2014 წლის 1 აპრილამდე განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 35 03 02) გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, ხოლო 2014 წლის 1 აპრილის შემდეგ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი      ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია