სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების სახურავის კაპიტალური გადახურვის სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1407
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების სახურავის კაპიტალური გადახურვის სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1407

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების სახურავის კაპიტალური გადახურვის სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაად­გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართ­ველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 01) შესა­ბამისი თანხა მიმართოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების (ყოფილი გვარდიის შე­ნო­ბა – ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი №26 და ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის ს/ს – ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი №28) სახურავის კა­პიტალური გადახურვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საექს­პერტო დასკვნების, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომ­სახურების შესყიდვის მიზნით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირე­ბული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვა­ლის­წინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით სა­ჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდ­ვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                          ივანე მერაბიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია