„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 16 ივლისის №22 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1393
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 16 ივლისის №22 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1393

2012 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 16 ივლისის №22 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

1. „ საქართველოს 2012 წ ლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­ თველოს კანონის 39-ე მუხლის მე -16 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქ­­ ნე ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­ მინისტროს მიერ წარმოდგენილი „ რეფერალური მომსახურების “ ფარგლებ­ში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემ ­ ბ­რის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომი ­ სი­ ­ ის 201 2 წლის 1 6 ივლისის №2 2 სხდომის გადაწყვეტილება მოქალაქეთა და­ფინანსების , უკვე მიღებული დაფინანსების სხვა სერვისის მიმწო­დე­ბელ დაწესებულებაში გადამისამართებისა და 2012 წლის 5 მარ­ტის №5 სხდომის ოქმის 1.324 პუნქტისა და 2012 წლის 26 მარტის №8 სხდო­მის ოქმის 1.383 პუნქტის გაუქმების თაობაზე .

2. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანს­დეს „ საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქარ ­ თვე ­ ლოს კანონით „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამი­სა­თვის დამტკიცებული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 35 03 03 15) .

 

  პრემიერ-მინისტრი                        ივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია