„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1377
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1377

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერ­ჩე­უ­ლი საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

  „დ) შპს „გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანას“ (საიდენტიფი­კა­ციო ნომერი – 218080225) – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, 9 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9‑პროცენტიანი განა­კვე­თით;“.

 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიცი­პა­ლური განვითარების ფონდმა, ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად, შე­ი­ტანოს ცვლილება შპს „გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანასთან“ გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში და გააფორმოს სესხის დაფარვის ახა­­ლი გრაფიკი.

 

პრემიერ-მინისტრი                                       ივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია