საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1425
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1425

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელ­მწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ­ზე – სოციალური მომსახურების სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქარ­თველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვროს არა უმეტეს 4 627 ერთე­ულით, მათ შორის, „სოციალური დახმარებების“ (პროგრამული კოდი – 35 02 02) და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრა­მუ­ლი კოდი – 35 02 03) პროგრამების ფარგლებში – არა უმეტეს 734 ერთეუ­ლით, „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვისა და საქართველოს ოკუ­პირებული ტერი­ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევ­ნილთა საჭი­რო­ე­ბების შეფასების პროგრამის“ (პროგრამული კოდი – 35 02 06) ფარგლებ­ში – არა უმეტეს 3 863 ერთეულით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს და­ქ­ვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოცი­ა­ლური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვა­ლის­წინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართვე­ლოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №1292 განკარგულება.

 

პრემიერ-მინისტრი                               ივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია