|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 თებერვლის №6 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 20/02/2014, 010250020.35.138.016117) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1.
პირველი მუხლის- |
ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას - საკრებულოს თავმჯდომარე.’’ |
ბ)
მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას. |
2.
მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება - მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი“. |
3.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. სამსახურის რეორგანიზაცია სამსახურის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.'' |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|