საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1387
2012 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
„საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) შპს „კაპტო ჯგუფი“ (RSM-ის წევრი);“.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი