„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4277
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-31
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.05.001.002.688
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე ვრცელდება ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებზე, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 2 წელი ფინანსურ პოლიციაში ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საგადასახადო/საბაჟო ორგანოების თანამდებობებზე). საგადასახადო/საბაჟო ორგანოებში ნამსახურობის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნება მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრიდან ნამსახურები წლები.“.

3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის იმ თანამდებობებზე მყოფი პირების, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელია. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და მის შრომისუუნარო მეუღლეს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის გაერთიანებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4277–რს

კრებსითი — სრული ვერსია