1.
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №29 დადგენილებაში („სსმ, 110307107, 21/03/2011წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 120260000.35.106.016022) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისთვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ;“.
|