საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1331
2012 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
მარნეულის მუნიციპალიტეტში ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი