საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1314
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1314

2012 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

2012 წელს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების ღო­ნის­ძიე­ბა­თა ორგანიზების შეუფერხებლად და სათანადო დონეზე წარ­მარ­თვის მიზნით, სა­ხელ­­მწი­ფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძიებათა შეზღუ­დულ ვადებში შეუ­ფერხებლად ჩატარებისათვის, საქართ­ველოს ცენტრალურმა საარჩევ­ნო კომისიამ „სახელმწიფო შეს­ყი­დ­ვე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­ხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვე­პუნ­ქტის შე­სა­ბამისად, გამარტი­ვე­ბული შეს­ყიდვის საშუალებით განახორ­ციე­ლოს 2 027 875 ლარის ჯამური ღირებულების სა­ქონ­ლის, მომსა­ხურე­ბისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვები, კერძოდ: ცესკოს შენო­ბის სარემონტო სამუშაოები – 200 000 ლარი; საარჩევნო კაბინების შესყიდვა – 990 000 ლარი; ბიულეტენის ქაღალდის შესყიდვა – 77 875 ლარი; ბიუ­ლეტენის ბეჭდვა – 760 000 ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ივანე მერაბიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია