საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1313
2012 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის მომზადების მიზნით საგრანტო და განხორციელების შეთანხმების დადების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის მომზადების მიზნით გასაფორმებელი საგრანტო და განხორციელების შეთანხმება.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის მომზადების მიზნით საგრანტო და განხორციელების შეთანხმება.
3. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის მომზადების მიზნით გასაფორმებელი საგრანტო და განხორციელების შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის (2,7 მლნ აშშ დოლარი) მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCA‑ Georgia).
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი