„გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1307
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1307

2012 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 „გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

       საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის საქარ­თველოს რეგიო­ნებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №408 განკარგუ­ლებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

      „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციე­ლებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალი­ტეტს გამოუყოს 3 546 800 (სამი მილიონ ხუთას ორმოცდაექვსი ათას რვაასი) ლარი, მათ შორის:

   ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომ­პ­ლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინან­სების მი­ზ­­ნით – 2 845 317 (ორი მილიონ რვაას ორმოცდახუთი ათას სამას ჩვიდ­­მე­ტი) ლა­რი;

ბ) პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორ­ციე­ლების მიზნით – 601 483 (ექვსას ერთი ათას ოთხას ოთხმოცდასამი) ლარი;

გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომ­პლექსის სპორტული ინვენტარით აღჭურვის მიზნით – 100 000 (ასი ათასი) ლარი.“.

 

 პრემიერ-მინისტრი                            ივანე მერაბიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია