საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დადების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1279
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დადების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1279

2012 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დადების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბ­ლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომ­ლო­ბის შესახებ“ შეთანხმების დადების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველოს მთავრობასა და ჩი­ნეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისა და ძალაში შესვლისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება.

      3. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შე­სა­ბამისად, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბ­ლი­­კის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომ­ლო­ბის შე­სახებ“ გასაფორმებელი შეთანხმებით გათვალისწინებული გრან­ტის (60 მილიონი იუანი) მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქარ­თ­ველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აწარმოოს მო­ლაპარაკებები და გააფორმოს შესაბამისი დოკუმენტები ჩინურ მხა­რესთან საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბ­ლი­კის მთავ­რობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომ­ლო­ბის შესახებ“ გასაფორმებელი შეთანხმების ფარგლებში გამოსაყოფი დახმა­რების – 60 მი­ლიონი იუანის სოფლის მეურნეობის პროექტების და­სა­ფი­ნანსებლად.

                             

 

პრემიერ-მინისტრი                           ივანე მერაბიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია