საქართველოს მთავრობის
განკარგულება №690
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით „ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განახორციელოს სსიპ – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის იაპონიაში გასტროლზე გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება 162 000 (ას სამოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური