|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 360050000.22.023.016128, 13/05/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|