„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-03
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.152.016170
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

           დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2014 წლის 28 მარტი

ქ. დუშეთი

 

,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 30/01/2013 წ. ს/კ 330130000.35.152.016108)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კალასის დროებითი შენობა-ნაგებობების და შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ“.

  2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:

 ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კალასის დროებითი შენობა-ნაგებობების და შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი“.;

 ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – მთავრობის დადგენილება) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, I კლასს დაქვემდებარებულ დროებით შენობა-ნაგებობათა და შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის დროებითი შენობა-ნაგებობათა და შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია