ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1245
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1245

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კურორტ ანაკლიის ბულვარის მიმ­დებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და ბაღების კეთილმოწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქარ­თველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ს გადაურიცხოს 50 000 (ორმოცდაა­თი ათასი) ლარი.

2. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხით შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RE­SORTS“ ‑ის კაპიტალის გაზრდა.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირ­ველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში შპს „ANAKLIA-GAN­MU­KHURI RESORTS“-მა სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტი­ვე­ბული შესყიდვის საშუალებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ANAKLIA-GANMU­KHU­­RI RESORTS“-ისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ზუგ­დი­დის მუ­ნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.

 

 

პრემიერ‑მინისტრი                                    ნიკა გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია