საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
766
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 766

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში  განსახორციელებელი  პროექტების  ფონდიდან  თანხის გამოყოფის თაობაზე

1. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორდში, დადიანების ყოფილი სასახლის მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროექტის შესყიდ­ვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსა­ხორ­ციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს გარემოს დაც­ვის სამინისტროს  საჯარო სამართლის  იურიდიულ პირს – დაცული ტერიტორიების სა­ა­გენტოს გამოუყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­ხ­ლის მე- 3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწი­ფო­ებ­რივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუ­დულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტით გათ­ვა­ლისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შე­ს­ყიდვა განხორცი­ე­ლ­დეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპ­რო­ექტო შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მი­მართ არ გავრცელდეს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტი­ვე­ბუ­ლი ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატა­რების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თა­ვ­მჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-19 მუხ­ლის მე-7 პუნქტი.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია