ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე ხუთსართულიანი სასტუმრო „ანაკლიის“, საცურაო აუზისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1230
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე ხუთსართულიანი სასტუმრო „ანაკლიის“, საცურაო აუზისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1230

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე ხუთსართულიანი სასტუმრო „ანაკლიის“, საცურაო აუზისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის ნებართვის  გამარტივებული წესით გაცემის შესახებ

ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშ­ვ­ნე­ლობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სა­ნებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარ­ტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ზუ­გ­დიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 08.06.2012 წლის №05-1/907 წე­რი­ლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2010 წლის №63 განკარგულების, ობიექტების მოკვლევის (ექსპერტიზის) აქტისა და სა­პ­როექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, ეთხოვოს ზუგდიდის მუნი­ცი­პა­ლიტეტს, არსებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შე­ი­თან­ხმოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მდებარე ხუთ­სართულიანი სასტუმრო „ანაკლიის“, საცურაო აუზისა და დამხმარე ნა­გებობების მშენებლობის პროექტი და შეთანხმებული პროექტისა და წარ­დგენილი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, გამარტივებული წე­ს­ით, გასცეს მშენებლობის ნებართვა.

 

პრემიერ-მინისტრი                                            ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია