საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1228
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1228

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განმუხურში მშენებარე აკ­ვა­პარ­კის გარე ელექ­ტრო­მომარაგების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონ­ის­ძიე­ბე­ბის დაფინან­სე­ბის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სა­ქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კა­ნონით გათვა­ლის­წინებული საქართველოს რეგიონებში განსახორ­ც­იე­ლე­ბელი პროექ­ტე­ბის ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­დი განვით­არებ­ის სამინისტროს გამოუყოს 921 192 (ცხრაას ოც­და­ერ­თი ათას ას ოთხ­მოც­და­თორმეტი) ლარი შპს „სახელმწიფო მომსახურ­ებ­ის ბი­უ­როს“ კაპი­ტა­ლ­ის გასაზრდელად.

 

პრემიერ-მინისტრი                             ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია