„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 140.130.000.22.034.007.173) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით, კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზება; ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაწინაურების რეზერვის შექმნა; თანამშრომელთა საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; საშტატო მუშაობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი და მცველის მოწმობების გაცემა; დეპარტამენტის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე სათანადო მასალების შესწავლა-მომზადება; კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა; სასამართლო დავებზე დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული დანაყოფების მიერ განხორციელებული საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირება; საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომების გამოყენებისათვის, შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, შესაბამისი დასკვნების მომზადება; კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლი, თავისი დანაყოფების მეშვეობით „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმება და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის კერძო დაცვითი ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.“.
|