„დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-03
სარეგისტრაციო კოდი
010260040.35.114.016191
„დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2014 წლის 27 მარტი

დ. ჩოხატაური

 

 

,,დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” -ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 20-ე მუხლის  შესაბამისად  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

 ,,დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში    (სსმ, 31. 12. 2010წ.)  შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:


მუხლი 1
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” .
მუხლი 2
დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:   ,,1. დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი, თანახმად დანართისა”.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი“.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,7. ნუმერაციის კომისია - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისია“.
მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,1. განცხადებას ქუჩების, პროსპექტების (გამზირების), ხეივნების, გზატკეცილების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარების, ინდივიდუალურ და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი ნუმერაციის კომისია, რომელიც 15 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე”.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია