საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1216
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1216

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინის­ტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონით მისთვის განსაზღვრული „ფეხბურთის სახელ­მწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ასიგნებებიდან უზრუნველყოს ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადარიცხვა, ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის რამაზ შენგელიას დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების (მათ შო­რის, დაკრძალვაზე ჩამოსული სტუმრების (დელეგაციების) მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების) დაფარვის მიზნით.

      2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 22 ივნისიდან.

 

     პრემიერ-მინისტრი                                          ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია