|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ც“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი დანართის 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის” მედალი დანართი 3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ეს წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესსა და პირობებს. |
2.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის საფუძველზე. |
მუხლი 2.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება |
. |
1.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა არ ეწინააღმდეგება საქართველოში დამკვიდრებულ კულტურულ ტრადიციებს, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებსა და სულიერი ცხოვრების წესს. აქვს განსაკუთრებული დამსახურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობით ან თავისი მოღვაწეობით სახელი გაუთქვა მას. |
2.
საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არა უმეტეს 4 პირს. |
3.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება წელიწადში ორჯერ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისსა და ფერისცვალების დღესასწაულზე -19 აგვისტოს. |
4.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს გადაეცემა შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფულადი ჯილდო (არა უმეტეს 500 ლარის ოდენობის), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მედალი ან დაუწესდება რაიმე შეღავათები. |
5.
განსაკუთრებულ შემთხვევაში საპატიო მოქალაქის მიმნიჭებელ ორგანოს უფლება აქვს საპატიო მოქალაქეობის წოდება მიანიჭოს პირს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინების გარეშე. |
6.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი. |
მუხლი 3.
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები |
. |
1.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვთ: |
ა)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს; |
ბ)
არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; |
გ)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეთა ჯგუფს; |
დ)
საკრებულოს წევთა სიითი შემადგენლობის 1/3; |
ე)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 1%. |
2.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი სახით წარუდგენენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რასაც თან უნდა ერთვოდეს: |
ა)
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; |
ბ)
კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები; |
გ)
კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები; |
დ)
კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, 2 (ორი) ფოტოსურათი და კანდიდატის წერილობითი თანხმობა. მასალებს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წინასწარი განხილვის წესით, ამზადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია. |
3.
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ამოწმებს წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში განკარგულების პროექტს ჩოხატაურის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. |
მუხლი 4.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის უფლებები |
. |
1.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, საქმიანობის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები. |
2.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია: |
ა)
მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; |
ბ)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი და უნარიანი მოქალაქეების თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. |
.
|
.
|
. |
.
|
.
|
. |