„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №677 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1213
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №677 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1213

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №677 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რე­გ­ი­ონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამო­ყო­ფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №677 გან­კარ­გულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყა­ლ­იბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„1. მესტიის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაზ­რ­დისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მესტიის ეთ­ნოგრაფიული მუზეუმის რეკონსტრუქციისა და მასთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარჯების, ასევე ექსპონატების გამოფენისა და განათების დიზაინის პრო­ექტირების ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სა­მი­ნისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ სა­ქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინე­ბუ­ლი სა­ქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მეს­ტიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                       ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია