„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კომპანიისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2393 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1195
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კომპანიისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2393 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1195

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კომპანიისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2393 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კომპანიისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაო­ბაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2393 განკარგულებაში და  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხ­ლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენ კომპანიას (საქართველო) (საიდენტიფიკაციო კოდი – 204992785) უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასცეს ამ განკარ­გუ­ლების დანართში მითითებული, სახელმწიფო საკუთრებაში არ­სე­ბული ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაოხრებში მდებარე 131 656 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ხელ­შეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 99 წლის ვადით.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მინი­სტ­რომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კა­ნონმდებ­ლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                           ნიკა გილაური

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია